STRONG: მდგრადი, მიზნობრივ ჯგუფებს მორგებული, გამძლე და ღია არასამთავრობო ორგანიზაციები ეფექტური მმართველობით

STRONG: Sustainable, Target-group oriented, Resilient, and Open NGOs with Good Governance

სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამა

პროექტს ახორციელებს ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით

 განაცხადების მიღება

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 31 იანვარი, 17:00 (ცენტრალური ევროპის დროით)

This page is available in another language

This page is available in several languages: read this page in English, Armenian, Belarusian, Georgian, Romanian (Moldova), Russian, and Ukrainian.

სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მართულ ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ მოქალაქეებისა და თემების ჩართულობისა და მათ შორის იდეების გავრცელების გაძლიერებას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და შესაბამის ეროვნულ თუ საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის დამყარებასა და გაუმჯობესებას.

წარმატებული პროექტები ხელს შეუწყობენ ჩამოთვლილი საკითხებიდან მინიმუმ ერთის განმტკიცებას: გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და ადამიანის უფლებების დამცველად ყოფნის უფლება.

სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამაზე ორი ტიპის განაცხადი მიიღება: მცირე გრანტებზე (10,000 ევრომდე) და მსხვილ გრანტებზე (20,000 ევრომდე).

პროგრამაში მონაწილე პროექტები:

  • სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.
    • მცირე გრანტებზე მიღებული განაცხადები უნდა აერთიანებდეს მინიმუმ ორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელთა შორის ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სახლის წევრი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროექტი ხორციელდება მოლდოვაში, სადაც ადამიანის უფლებათა სახლი არ მდებარეობს)
    • მსხვილ გრანტებზე მიღებული განაცხადები უნდა აერთიანებდეს მინიმუმ სამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას სულ მცირე ორი ქვეყნიდან; მათ შორის ერთ-ერთი განმცხადებელი ორგანიზაცია მაინც უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სახლის წევრი.
  • პროექტი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ერთს შემდეგი კომპონენტებიდან:
    • ხელს უწყობდეს გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დამცველად ყოფნის უფლების განმტკიცებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და შესაბამის ეროვნულ თუ საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის დამყარების გზით;
    • აძლიერებდეს მოქალაქეებისა და თემების ჩართულობასა და მათ შორის იდეების გავრცელებას;
    • მსხვილი გრანტით მხარდაჭერილი პროექტი ერთზე მეტ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს.

ქვეყნები, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • განაცხადები მიიღება პროექტების სომხეთში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განსახორციელებლად. 

განმცხადებლები, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:

პროექტში მონაწილეობის უფლებამოსილი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც დარეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ ორგანიზაციებს. თუმცა, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ერთ ან მეტ ქვეყანაში პროექტის განხორციელების უნარი შესწევთ;
  • განაცხადის წარდგენა ასევე შეუძლიათ სამოქალაქო ინიციატივებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა თუ დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს;
  • სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამა ფიზიკურ პირებს არ აფინანსებს;
  • განმცხადებელი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სახლის წევრი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროექტი ხორციელდება მოლდოვაში, სადაც ადამიანის უფლებათა სახლი არ მდებარეობს);
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ, წარადგინონ მხოლოდ ერთი განაცხადი ძირითადი განმცხადებლის სახელით. თუმცა, მათ შეუძლიათ, პარტნიორ ორგანიზაციებად შეუზღუდავად პოზიციონირებდნენ სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამის სხვა განაცხადებში. 

ადამიანის უფლებათა სახლების, პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და ფიზიკური პირების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის. 

პროექტის ტიპები, რომლებიც, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდეს: 

  • პოლიტიკის კვლევა, ანალიზი და ჩართულობა პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგისა და ანალიზის პროცესებში, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული და რეგიონული პროექტებისა თუ სტრატეგიების მიმართულებით;
  • მონიტორინგი, სამეთვალყურეო საქმიანობა და ანგარიშების მომზადება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების შესახებ, საჯარო რესურსების განკარგვის, მართვისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხების შესახებ;
  • ქსელების, საკოორდინაციო ფორუმებისა თუ სხვა პლატფორმების პოპულარიზაცია, ადამიანის ოთხ ფუნდამენტურ უფლებაზე ერთობლივი დარგობრივი ანალიზის მომზადებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა არაერთ დონეზე და არაერთ დარგში (სამიზნე ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ისეთ ორგანიზაციებს შორისაც, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არ მუშაობენ), საინფორმაციო და საკომუნიკაციო მასალებისა და საშუალებების შემუშავების, საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაცვლის, კოლეგების სასწავლო სემინარების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პარტნიორობის, ტრენინგების შემუშავებისა და ჩატარების გზით;
  • მოქალაქეებისა და თემების ჩართულობის გაძლიერება თემზე მორგებული ფესტივალების, გამოფენების, ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზების გზით;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესების, საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება აზრის კვლევის, საჭირბოროტო საკითხების გამოვლენისა და მათი მთავრობის სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კონსტრუქციულ დიალოგებში ჩართვისა და ერთობლივი შეხედულებების შემუშავების გზით, მედიასთან კონსტრუქციული და ეფექტური კომუნიკაციის შედეგად.

არ დაფინანსდება შემდეგი პროექტები:

  • ერთჯერადი ღონისძიებები
  • პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა 

ხელმისაწვდომი დაფინანსება:

სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადები მიიღება პროექტებზე, რომელთა განხორციელების მაქსიმალური ვადაა 12 თვე, მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობა კი შემდეგი:

  • 10,000 ევრო მცირე გრანტებისთვის
  • 20,000 ევრო მსხვილი გრანტებისთვის

შერჩევის კრიტერიუმები:

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს,

  • რომლებშიც ჩართულები იქნებიან მცირე ორგანიზაციები პერიფერიებიდან;
  • რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ქალთა უფლებებზე, უმცირესობების, ლგბტ ადამიანებისა და ადამიანის უფლებათა იურისტების უფლებებზე;
  • რომლებშიც ჩართულები იქნებიან ადამიანის უფლებათა სექტორს მიღმა მოღვაწე ორგანიზაციები. 

განაცხადის წარდგენა

შევსებული განაცხადები, საგრანტო განაცხადის ფორმის, სამუშაო გეგმისა და ბიუჯეტის (ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის ნიმუშის მიხედვით) ჩათვლით, უნდა წარადგინოთ ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის საგრანტო პორტალის მეშვეობით: hrhf.smapply.org. 

განაცხადის ნიმუშის მოთხოვნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: grants@humanrightshouse.org. 

შეფასების პროცესი

შეფასების პროცესი 10 კვირამდე პერიოდს მოიცავს. ეს პროცესი განმცხადებლებთან კომუნიკაციასაც ითვალისწინებს.

კითხვები?

ორგანიზაციებს შეუძლიათ, ადამიანის უფლებათა სახლების ფონდს მიმართონ კითხვებით ინგლისურ, რუსულ, სომხურ, ბელარუსულ, ქართულ, რუმინულ და უკრაინულ ენებზე, ელ-ფოსტაზე  grants@humanrightshouse.org 2022 წლის 24 იანვრამდე.

ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი ვირტუალურ საინფორმაციო სესიას უმასპინძლებს 2022 წლის 25 იანვარს (ჟენევას დროით12:00 საათზე, კიევის დროით 13:00 საათზე და ერევნის დროით 15:00 საათზე), რათა პასუხი გასცეს ყველა კითხვას განაცხადებთან, წარსადგენ დოკუმენტებთან და სხვა თემატურ საკითხებთან დაკავშირებით. საინფორმაციო სესია ინგლისურ და რუსულ ენებზე, სინქრონული თარგმანის ხელმისაწვდომობით წარიმართება. საინფორმაციო სესიაზე დასასწრებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://humanrightshouse-org.zoom.us/webinar/register/WN_oYiX9otoR4mxSAPFMpb6cQ.