განაცხადების კონკურსი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საგრანტო პროგრამა

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საგრანტო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო – საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავენ მოქალაქეებთან და საზოგადოების წევრებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო აქტორებთან დიალოგის დამყარებას.

STRONG: მდგრადი, მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებული, გამძლე და ღია არასამთავრობო ორგანიზაციები ეფექტური მმართველობით

STRONG: Sustainable, Target-group oriented, Resilient, and Open NGOs with Good Governance

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საგრანტო პროგრამა

პროექტს ახორციელებს ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით

განაცხადების კონკურსი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 18 დეკემბერი, 20:00.

This page is available in another language

This page is available in several languages: read this page in EnglishGeorgianRomanian, and Ukrainian.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საგრანტო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო – საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავენ მოქალაქეებთან და საზოგადოების წევრებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო აქტორებთან დიალოგის დამყარებას. წარმატებული პროექტები ხელს შეუწყობენ ქვემოთ ჩამოთვლილი თავისუფლებებიდან მინიმუმ ერთის გაძლიერებას: გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და უფლებადამცველად ყოფნის უფლება. სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამაზე მიიღება ორგვარი ტიპის განაცხადები: მცირე (10 000 ევრომდე) და მსხვილ (20 000 ევრომდე) გრანტებზე.

პროგრამაში მონაწილე პროექტები:

  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საგრანტო პროგრამის მიზანია სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის წახალისება:
  • მცირე გრანტების მისაღებად განაცხადები უნდა მოიცავდეს მინიმუმ ორ სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სახლის წევრი.
  • მსხვილი საგრანტო განაცხადები უნდა მოიცავდეს მინიმუმ სამ სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციას, სულ მცირე, ორი ქვეყნიდან, ხოლო ერთ – ერთი განმცხადებელი ორგანიზაცია უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სახლის წევრი.
  • პროექტები უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
  • ხელს უნდა უწყობდნენ გამოხატვის, შეკრების, გაერთიანებისა და უფლებადამაცველად ყოფნის თავისუფლებების გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებს შორის დიალოგის დამყარების გზით;
  • მოიცავდნენ მოქალაქეებთან და საზოგადოების წევრებთან კავშირის დამყარებასა და თანაქმედებას.
  • მსხვილი საგრანტო პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები უნდა განხორციელდეს ერთზე მეტ ქვეყანაში.

ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ პროგრამაში  მონაწილეობა:

  • განაცხადები მიიღება საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში უფლებამოსილი განმცხადებელი ჯგუფებისგან.

განმცხადებლები, რომლებსაც შეუძლიათ პროგრამაში  მონაწილეობა:

ზემოთ მითითებული სამიზნე ქვეყნების სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საგრანტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ შემდეგი პირობების დაცვით:

  • განმცხადებელი შეიძლება იყოს როგორც დარეგისტრირებული ორგანიზაცია, ასევე, არაფორმალური ინიციატივა. თუმცა განმცხადებელმა/განმცხადებლებმა უნდა შეძლონ დამტკიცება, რომ შესწევთ პროექტის ერთ ან მეტ ქვეყანაში განხორციელების უნარი;
  • განაცხადები მიიღება, ასევე, სამოქალაქო ინიციატივებისგან, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან;
  • სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამა არ აფინანსებს ფიზიკურ პირებს;
  • კანდიდატი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს ადამიანის უფლებათა სახლის წევრი;
  • სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი განაცხადის შეტანა მთავარი განმცხადებელის სახელით. ამავე დროს, მათ შეუძლიათ პარტნიორობა გასწიონ შეუზღუდავი რაოდენობის განაცხადებში.

ადამიანის უფლებათა სახლებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და კერძო პირებს არ აქვთ დაფინანსების მიღების უფლება.

პროექტების ტიპები, რომელთა დაფინანსება შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში:

  • პოლიტიკის კვლევა, ანალიზი და პოლიტიკის ჩამოყალიბების, იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა; მათ შორის ეროვნულ და რეგიონულ ადამიანის უფლებათა პროგრამებსა და სტრატეგიებში მონაწილეობა;
  • ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების, მათი იმპლემენტაციის, კანონშემოქმედებისა და საჯარო რესურსების მართვის პროცესების მონიტორინგი, მეთვალყურეობა/დაკვირვება (ე.წ. “watchdog” ფუნქცია) და ანგარიშების მომზადება;
  • ქსელების, საკოორდინაციო ფორუმების, პლატფორმების და ა.შ. განვითარების ხელშეწყობა ერთობლივი დარგობრივი ანალიზის ჩატარების მიზნით; ასევე, ზემოთ არაერთხელ აღნიშნული ოთხი ფუნდამენტური უფლების შესახებ სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება;
  • სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა სექტორში (სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის, ისეთ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ადამიანის უფლებებზე არ მუშაობენ); მათ შორის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ინსტრუმენტებისა და მასალების შემუშავების გზით; გამოცდილებისა და მოწინავე პრაქტიკის ურთიერთგაცვლით; ურთიერთსწავლების სემინარების ჩატარებით; სამოქალაქო – საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი კავშირების დამყარებით, ტრენინგების შემუშავებითა და ჩატარებით;
  • მოქალაქეებისა და საზოგადოების (თემის) წევრების ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ფესტივალების, გამოფენების, ღონისძიებების, ინიციატივების ორგანიზების გზით;
  • საზოგადოების იმ ინტერესების, საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საშუალებით, კითხვების ფორმულირებით და მთავრობასთან სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის გზით; ერთობლივი შეხედულებების შემუშავება და გასაჯაროება; სხვადასხვა აქტორთან კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის, მედია საშუალებების კონსტრუქციული და ეფექტური გამოყენებით.

პროექტების მაგალითები, რომლებიც არ დაფინანსდება:

  • ერთჯერადი ღონისძიებები;
  • პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა.

ხელმისაწვდომი დაფინანსება:

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საგრანტო პროგრამა იღებს განაცხადებს პროექტებზე 12 თვემდე ვადით და თანხების შემდეგი ოდენობით:

  • 10,000 ევრო მცირე გრანტებისთვის;
  • 20,000 ევრო მსხვილი გრანტებისთვის.

შერჩევის კრიტერიუმები:

პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს:

  • რომლებშიც ჩართულნი იქნებიან მცირე ორგანიზაციები პერიფერიებიდან;
  • რომლებიც შეეხება ქალთა, უმცირესობათა, ლგბტ თემისა და ადამიანის უფლებათა იურისტების/ადვოკატების უფლებებს;
  • რომლებშიც ჩართულნი იქნებიან ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დაცვის სექტორის მიღმა.

როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი?

განაცხადის ფორმის მოთხოვნა შეგიძლიათ ელ.ფოსტის მისამართზე grants@humanrightshouse.org.

შევსებული განაცხადები, რომლებიც მოიცავს განაცხადს (დანართი 1) ქართულ, ან ინგლისურად ენაზე და ბიუჯეტს (დანართი 2), და სამოქმედო გეგმას (დანართი 3) უნდა შეიტანოთ მისამართზე grants@humanrightshouse.org.

  • მცირე საგრანტო განაცხადების შეტანისას, გთხოვთ, მიუთითოთ ”მცირე გრანტი” ელ. წერილის სტრიქონში ”Subject/თემა”.
  • მსხვილი საგრანტო განაცხადების შეტანისას, გთხოვთ, მიუთითოთ ”მსხვილი გრანტი” ელ. წერილის სტრიქონში ” Subject/თემა”.

შეკითხვები?

კითხვებისათვის და ვირტუალურ საინფორმაციო სესიებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა სახლების ფონდს მისამართზე: grants@humanrightshouse.org.

Latest

December 1, 2020

Патрабуем неадкладнага вызвалення палітвязня Яна Салановіча

У суме Яну прысуджана 86 сутак адміністрацыйнага арышту, 27 з якіх ён знаходзіцца ў ЦІП. Ёсць асцярогі, што Ян можа быць падвергнуты арышту на яшчэ большыя тэрміны.

December 1, 2020

#StopSLAPPs: Coalition calls on EU to take action against gag lawsuits targeting watchdogs.

Human Rights House Foundation is among 60 organisations jointly calling for the EU to take action against SLAPPs – the gag lawsuits silencing journalists, activists and human rights defenders across Europe. The coalition of organisations today endorses the Model EU Anti-SLAPP Directive ahead of the European Commission’s launch of its European Democracy Action Plan (EDAP).

November 30, 2020

Патрабуем неадкладнага вызвалення палітвязня Максіма Паўлюшчыка

Напісанне на асфальце надпісу “Не забудзем” не з’яўляецца хуліганствам.