“უფლებადამცველთა უფლებების” მიზანია გაზარდოს ცოდნა იმ საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, რომლებიც იცავენ და აძლიერებენ უფლებადამცველებს.
საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ეფექტიანი რომ იყოს,მნიშვნელოვანია უფლებადამცველები საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.
“უფლებადამცველთა უფლებების” მიზანია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და გავრცელება, ასევე ამ სტანდარტების მთავარი მიზნის და შინაარსის განმარტება. ამ პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა მოამზადა დამატებითი ვიზუალური მასალები სტანდარტებისა და დანართების სახით, რომლებიც უფრო სიღრმისეულად აღწერს რეზოლუციებს და შესაძლებელია, გავრცელდეს ეროვნულ დონეზე, რათა ეროვნული მთვრობები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც დადგენილია ადამიანი უფლებების დამცველების დასაცავად და ასევე, ხაზი გაესვას უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობას.
ხელსაწყოები და რესურსები
ამ რესურსების გადმოწერა, დაბეჭდვა, გავრცელება და ინტერნეტში გაზიარება უფასოა.
ბუკლტი: სტანდარტი, ანალიზი, კონტექსტი
ბუკლეტი “უფლებადამცველთა უფლებები” დაყოფილია 16 სტანდარტად. ამ სტანდარტების ინსპირაციის წყარო არის უფლებადამცველებთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეზოლუციები. ბუკლეტის მთავარი მიზანია განმარტოს თითოეული სტანდარტის ძირითადი ასპექტები.
გადმოწერეთ ბუკლეტი “უფლებადაცველთა უფლებები”.
პოსტერი
უფლებადამცველთა უფლებების პოსტერი შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს ცნობადობა იმ 16 სტანდარტზე, რომლებიც ნახსენებია ბუკლეტში. პოსტერზე დატანებულია ინფორმაცია ამ სტანდარტების შესახებ
გადმოწერეთ “უფლებადამცველთა უფლებების” პოსტერი.
საფოსტო ბარათები
უფლებადამცველთა უფლებების საფოსტო ბარათები შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს ცნობადობა იმ სტანდარტებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტულ ქვეყანაში ან სიტუაციაში. საფოსტო ბარათების დიზაინი არის A6 ზომის, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ზომებზეც. საფოსტო ბარათები ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტის შესახებ შესაძლებელია იხილოთ ქვემოთ, თუმცა თუ გსურთ, მოგვწერეთ და მოგაწვდით ნებისმიერს იმ 16 სტანდარტიდან, რომელიც ბუკლეტშია ნახსენები.
გადმოწერეთ პოსტერი